_edited.jpg)
გიკენის ტექნოლოგიები
ფირმა გიკენი წარმოადგენს მსოფლიო ლიდერს სტატიკური ჩაფლვისთვის საჭირო მოწყობილობების შექმნასა და წარმოებაში. კომპანიის ისტორია 1967 წელს იწყება. 1975 წელს იქნა გამოშვებული პირველი უხმო ჩამფვლელი, რომელიც იყენებს რეაქტიულ ძალას.
სტატიკური ჩაფლვის მეთოდი – - წარმოადგენს ნარანდის ხიმინჯების ჩაფლვის უხმო, ეკოლოგიურად უსაფრთხო მეთოდს, რომელიც თითოეული ხიმინჯის ჩაფლვის კონტროლისას არ ახდენს დინამიურ გავლენას ნიადაგზე, არსებულ კონსტრუქციებზე და გარშემომყოფ მშენებლობაზე და იძლევა საშუალებას ისტორიული მნიშვნელობის მქონე შენობებთან უშუალოდ ახლოს მუშაობისა. ტექნოლოგია არ არის დამოკიდებული ნიადაგის ტიპზე და გამოიყენება ხიმინჯების ნებისმიერი ჩაფლვისას, გარდა კლდის ტიპის ნიადაგის შემთხვევებისა.

ამჟამად ფირმა უშვებს სტატიკური ჩამფვლელების ახალ თაობას, რომელიც გამოიყენება მოცემული, ხონჩისებრი და მილისებრი პროფილის ფოლადის ნარანდის ხიმინჯების ჩაფლვისას. იწარმოება სრული სიმძლავრის ხაზი, რომელიც საშუალებას იძლევა ყოველი პროექტისთვის საუკეთესო ჩამფვლელის არჩევისა.