შპუნტი არის ფოლადის ნარანდიანი ხიმინჯი
ფოლადის ნარანდის ხიმინჯები გამოიყენება სხვადასხვა დროებითი და მუდმივი კონსტრუქციების მშენებლობისას. სექციები უზრუნველყოფენ მაქსიმალურ გამძლეობას, მინიმალური დანახარჯებით. ხიმინჯების შეერთების კონსტრუქცია იძლევა მათი ჩაჭედების ან ჩაფლვის შესაძლებლობას, ისე რომ წარმოიქმნება უწყვეტი კედელი, რომელიც გაერთიანებული სექციებისგან შედგება.
ტიპიური გამოყენება
ხიმინჯების ფართო არჩევანი Z და U ფორმის, ზომისა და წონის დიდი ვარიაციით, დამზადებული ფოლადის სხვადასხვა სახეობისგან იძლევა საშუალებას გაკეთდეს მაქსიმალურად ეკონომიური არჩევანი ამა თუ იმ ხელშეკრულების მოთხოვნებისა და ხასიათის ფარგლებში.
პორტები და ნავსადგურები
ფოლადის ნარანდის ხიმინჯები წარმოადგენს გამოცდილ მასალას, რომელიც იძლევა ნავმისადგომის სწრაფად და ეკონომიურად აგების საშუალებას. ფოლადის ნარანდის ხიმინჯებმა შესაძლოა გაუძლონ დიდ ვერტიკალურ დატვირთვებს და გადაღუნვის მომენტებს.
ხიდის საყრდენი
ნარანდის ხიმინჯებისგან ფორმირებული საყრდენი წარმოადგენს ეკონომიურად ყველაზე ეფექტიან საშუალებას სიტუაციებში, სადაც ხიმინჯი წარმოადგენს ხიდის საყრდენს ან იქ სადაც მშენებლობის ტემპებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ. ნარანდის ხიმინჯები შესაძლოა წარმოდგენდნენ როგორც ხიდის საფუძველს, ისე საყრდენს და შესაძლოა დამონტაჟებულ იქნას ერთი ოპერაციით, რომელიც მოითხოვს მინიმალურ დროსა და სამშენებლო სივრცეს.
საყრდენი კედლები გზების გაფართოვებისას
გზების მშენებლობისას ძირითად მოთხოვნებს წარმოადგენს სამუშაოს შესრულების სისწრაფე, განსაკუთრებით მოწყობილობების იჯარით აღებისას. შპუნტის გამოყენება უზრუნველყოფს მოცემული მოთხოვნების შესრულებას..
მიწისქვეშა ავტოსადგომი
შპუნტის გამოყენების ერთ-ერთი ეფექტიანი გზაა მიწისქვეშა ავტოსადგომების მშენებლობა. ძირითადი კედლების სისქის სიმცირე საშუალებას იძლევა სივრცის უფრო მეტად გამოყენებისა და ამით ზრდის მშენებლობის ეფექტიანობას.
დროებითი გამოყენება
შპუნტის ამოღებისა და მეორადად გამოყენების საშუალება მომხიბლველს ქმნის მათ დროებით გამოყენებას. ამასთან, კონსტრუქციული გამოყენებისას შესაძლოა მიღწეულ იქნას სერიოზული ეკონომია..