ერთი • erti ამსტერდამში
სამშენებლო კომპანია ,,ერთი“-ს ორგანიზებით 2019 წლის 21-25 იანვარს ჩატარდა სამუშაო ვიზიტი ევროპაში - ჰოლანდიის, ბელგიისა და ლუქსემბურგის სხვადასხვა ქალაქებში.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები შედგა „ერთის“ პარტნიორ კომპანიებთან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან:
- “Nord Metallica Nederland“ - ჰოლანდია.
- “ArcelorMittal” - ლუქსემბურგი.
- “GIKEN” - იაპონია.
- “GOOIMEER” - ჰოლანდია.
- “PROJECT KANAALDOK” ანტვერპენის პორტი (ბელგია).
ამ შეხვედრაში მონაწილეობას, ჩვენთან ერთად იღებდა რამდენიმე ქართული კომპანიის წარმომადგენელი:
კომპანია GIPN - ოთარ ქვრივიშვილი - კონსტრუქტორი.
კომპანია CMC - ავთანდილ ჯაბაური - პროექტის მენეჯერი.
კომპანია ,,MIDAMO” - გიორგი სამხარაძე - არქიტექტორი.
კომპანია ,,GRAPPA” - ლელა გურგენიძე - არქიტექტორი.
კომპანია “+A_The Architects” - მარეხ გორგილაძე - არქიტექტორი (2018 წლის 26 აპრილს „ერთის“ გამართული სემინარის გამარჯვებული)
მასპინძელმა კომპანიამ, „ნორდ მეტალიკა ნიდერლანდმა“ დაგავთვალიერებინა ამსტერდამი, შემდეგ კი იაპონური კომპანია „გიკენის“ წარმომადგენლებთან - ბატონ ტაკინოსთან და ბატონ ტოშიფუმისთან ერთად მოაწყო სემინარი “Silent Piler”-ის უახლესი ტექნოლოგიების შესახებ.