ინფორმაცია საგზურის გათამაშების შესახებ კომპანია "ერთის" მიერ დაგეგმილ სამშენებლო-შემეცნე

კომპანია "ერთი" თავის პარტნიორ კომპანიებთან ერთად გეგმავს საინფორმაციო-შემეცნებითი ტურის მოწყობას ევროპასა და იაპონიაში 2018 წლის შემოდგომაზე. (თარიღი დაზუსტდება). ტური გულისხმობს ლითონის ხიმინჯებისა და შესაბამისი დანადგარების დამამზადებელი ქარხნების მონახულებასა და სწავლებას. კომპანია 2018 წლის 26 აპრილს გამართულ პროფესიულ სემინარზე (სემინარის შესახებ იხილეთ ბმული. გაათამაშებს ორ საგზურს სამშენებლო სფეროში მომუშავე კომპანიებისთვის. ერთი საგზური - იაპონიის ტურისთვის, ერთი - ევროპის ტურისთვის. ჩვენი კომაპნია სრულად დაფარავს მგზავრობისა და სასტუმროს ხარჯებს. ამასთან, ტურში მოანწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს თავისივე ხარჯებით.

გათამაშების წესები:

სემინარზე დასწრებისა და გათამაშებაში მონაწილეობისთვის აუცილებელია დაგვიდასტუროთ დასწრება 25 აპრილამდე ელ. ფოსტაზე: info@shpunt.ge / 599515294 / სადაც მიუთითებთ თქვენს სახელს, გვარსა და კომპანიას, რომლის წარმომადგენელიც ბრძანდებით. კომპანიის სახელზე დამზადდება საშვები, რომელსაც შემდგომ თავად მოათავსებთ სპეციალურ ყუთში, საიდანაც ბრმა შერჩევის პრინციპით გამოვლინდება ორი გამარჯვებული. ამის შემდგომ, გამარჯვებული კომპანია თავად შეარჩევს ერთ წარმომადგენელს,(აუცილებელია წარმომადგენელი იყოს შესაბამისი პროფესიის) რომელიც მონაწილეობას მიიღებს მოგებულ ტურში. გაითვალისწინეთ, რომ გათამაშებაში მონაწილეობა შეუძლია სამშენებლო, არქიტექტურულ და საინჟინრო სფეროში მომუშავე კომპანიებს.

Tags:

Featured Posts
Recent Posts
Follow Us
  • Facebook Basic Square