კომპანია ,,ერთი"-ს ინიციატივით 13 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენდებისთვის ჩატარდა სემინარი: ,,ქვაბულის გამაგრების ინოვაციური ტექნოლოგია ლითონის ხიმინჯებისა და იაპონური დანადგარის გამოყენებით". სემინარის თემა სიახლე იყო სტუდენტებისთვის და დიდი ინტერესი გამოიწვია მათში. კომპანია ,,ერთი" ასევე გეგმავს სტუდენტების ჩართვას უშუალოდ მუშაობის პროცესში და ადგილზე გააცნობს მომავალ მშენებლებს თანამედროვე ტექნიკას. დაინტერესებული სტუდენტები კი საზაფხულო არდადეგებზე დასაქმდებიან ჩვენს კომპანიაში. კომპანია ერთი მადლობას უხდის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის ადმინისტრაციას.
top of page
bottom of page
Comments