სამშენებლო კომპანია ,,ერთი“-ს ორგანიზებით 2019 წლის 21-25 იანვარს ჩატარდა სამუშაო ვიზიტი ევროპაში – ჰოლანდიის, ბელგიისა და ლუქსემბურგის სხვადასხვა ქალაქებში.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები შედგა „ერთის“ პარტნიორ კომპანიებთან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან:
– “Nord Metallica Nederland“ – ჰოლანდია.
– “ArcelorMittal” – ლუქსემბურგი.
– “GIKEN” – იაპონია.
– “GOOIMEER” – ჰოლანდია.
– “PROJECT KANAALDOK” ანტვერპენის პორტი (ბელგია).
ამ შეხვედრაში მონაწილეობას, ჩვენთან ერთად იღებდა რამდენიმე ქართული კომპანიის წარმომადგენელი:
კომპანია GIPN – ოთარ ქვრივიშვილი – კონსტრუქტორი.
კომპანია CMC – ავთანდილ ჯაბაური – პროექტის მენეჯერი.
კომპანია ,,MIDAMO” – გიორგი სამხარაძე – არქიტექტორი.
კომპანია ,,GRAPPA” – ლელა გურგენიძე – არქიტექტორი.
კომპანია “+A_The Architects” – მარეხ გორგილაძე – არქიტექტორი (2018 წლის 26 აპრილს „ერთის“ გამართული სემინარის გამარჯვებული)
მასპინძელმა კომპანიამ, „ნორდ მეტალიკა ნიდერლანდმა“ დაგავთვალიერებინა ამსტერდამი, შემდეგ კი იაპონური კომპანია „გიკენის“ წარმომადგენლებთან - ბატონ ტაკინოსთან და ბატონ ტოშიფუმისთან ერთად მოაწყო სემინარი “Silent Piler”-ის უახლესი ტექნოლოგიების შესახებ.
Comentários