ჩვენ შესახებ

          კომპანია "ერთი" 2016 წელს დაარსდა. რამდენიმე თვის მანძილზე ჩვენ აქტიური მოლაპარაკებები გვქონდა ჰოლანდიელ პარტნიორებთან საქართველოში შპუნტის ტექნოლოგიის გადმოტანის თაობაზე. პარალელურად ვავრცელებდით საქართველოში ინფორმაციას შპუნტისა და გიკენის ტექნოლოგიის შესახებ, რადაგან ეს იყო პირველი შეხება ამ ტიპის ტექნოლოგიასთან ჩვენს ქვეყანაში.  აქტიური საინფორმაციო კამპანიის შედეგად 2017 წელს განვახორციელეთ შვიდი მნიშვნელოვანი პროექტი თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. ასევე, მონაწილეობა მივიღეთ 2017 წლის საერთაშორისო სამშენებლო გამოფენაში, რამაც განსაკუთრებულად შეუწყო ხელი ჩვენს გაცნობას სამშენებლო სფეროში. ერთი წლის მანძილზე შევიძინეთ სამი დანადგარი: ორი - კომპანია Giken-ის Silent Piler-ი , რომლებიც ვიბრაციისა და ხმაურის გარეშე მუშაობენ, ერთი კი - ვიბრაციის მქონე დანადგარი, რომელიც დასახლებული პუნქტისგან შედარებით მოშორებით გამოიყენება, მისი უპირატესობა სისწრაფე და ეკონომიურობაა.

Contact Us:                          info@shpunt.ge
Phone : 995 595 48 48 48